დანტე ალიგიერი
ვიკიპედიიდან
დანტე ალიგიერი (იტალ. Dante Alighieri) (დ. 1265— გ. 13/14 სექტემბერი, 1321) — იტალიელი პოეტი ფლორენციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა ეპითეტი "ღვთაებრივი") საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას "უზენაეს პოეტს" (il Sommo Poeta) უწოდებენ.
ცხოვრება
დანტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცაღა, დაახლოებით 1265 წელს ვარაუდობენ. ამაში ავტობიოგრაფიული ინფორმაციაც გასათვალისწინებელია აღწერილი La Vita Nuova-ში (1300 წლისთვის დაწერილ ფრაზაში "წუთისოფლის ნახევარი გზა რასაც გავდივართ", ვხვდებით, რომ დანტე 35 წლის უნდა ყოფილიყო, რადგან სიცოცხლის ბიბლიური ხანგრძლივობა 70 წელია (ფსალმუნები, 89,10) ეს წარმოსახვითო მოგზაურობა კი 1300 წელს უნდა შემდგარიყო.
სამოთხის რამდენიმე ვერსიაც მიუთითებს დანტეს დაბადების დღეზე და აღნიშნავს, რომ იგი მარჩვიბის ნიშნით დაიბადა ანუ ვარდობისთვის 21-სა და თიბათვის 21-ს შორის.


