ბინდი (2008 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბინდი
Twilight“
რეჟისორი კეტრინ ჰარდვიკი
პროდიუსერი მარკ მორგანი
გრეგ მურადიანი
ვიკ გოდფრი
სცენარისტი ბინდი:
სტეფანი მეიერი
სცენარი:
მელისა როზენბერგი
როლებში კრისტენ სტიუარტი
რობერტ პეტინსონი
კომპოზიტორი კარტერ ბერველი
დისტრიბუტორი Summit Entertainment (აშშ)
Entertainment One Ltd. (ინგლისი)
ხანგრძლივობა 121 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 37 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 392,563,465 აშშ დოლარი[2]
შემდეგი ახალი მთვარე

ბინდი (ინგლ. Twilight) — 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი.

ფილმის სლოგანია „when you can live forever, what do you live for?“ (ქართულად „თუკი სამუდამოდ ცხოვრება შეგიძლია, რისთვის ცხოვრობ?“)

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ედვარდი ბელას ოჯახის წევრებს გააცნობს. მას გოგონა ბეისბოლზე მიჰყავს, სადაც შეხვდებიან სამ ვამპირს. ერთ-ერთი მათგანი, ჯეიმზი ბელაზე ნადირობას იწყებს. კალენების ოჯახი იცავს ბელას და საიმედოდ გადამალავს მას ჯექსონვილში. ჯეიმზი მაინც გაიგებს ბელას ადგილსამყოფელს და მის მოსაკლავად მიდის. ის დააშინებს ბელას დედის მოკვლით და აიძულებს საბალეტო სტუდიაში შეხვედრას. ედვარდი მოკლავს ჯეიმზს და გადაარჩენს ბელას. ბოლოს, როცა ბელა და ედვარდი სკოლის დასრულების აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავენ, ვიქტორია (ჯეიმზის შეყვარებული) მათ ფანჯრიდან უყურებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაწანწალა ვამპირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]