დელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დელი
ჰინ. दिल्ली
სანს. देहली
სინდჰი. دهلي
ურდუ دہلی
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შიდა დაყოფა North West Delhi district, North East Delhi district, East Delhi district, South Delhi district, South West Delhi district, West Delhi district, North Delhi district, Central Delhi district, New Delhi district, Shahdara District და South East Delhi district
კოორდინატები 28°36′36″ ჩ. გ. 77°13′48″ ა. გ. / 28.61000° ჩ. გ. 77.23000° ა. გ. / 28.61000; 77.23000
მმართველი Shelly Oberoi
დაარსდა ძვ. წ.500
ფართობი 1484±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–125
მოსახლეობა 11 007 835 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3 886 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
საფოსტო ინდექსი 20001-20098, 20201-20599
საავტომობილო კოდი DL-xx
ოფიციალური საიტი delhi.gov.in
დელი — ინდოეთი
დელი
დელის ცხრა ოლქი

დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی‎, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — საქალაქო აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქი. ამ სახელით ასევე აღინიშნება ეროვნული დედაქალაქის ტერიტორია, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტი შედის. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი — ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).

ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.

დაძმობილებული ქალაქები და რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელის ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[1]

ქალაქი ქვეყანა თარიღი
სეული სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჩიკაგო აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 2001[2]
ლონდონი გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 2002[3]
ლოს-ანჯელესი აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
სიდნეი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
კუალა-ლუმპური მალაიზიის დროშა მალაიზია
მოსკოვი რუსეთის დროშა რუსეთი 2002[4]
ტოკიო იაპონიის დროშა იაპონია
ულან-ბატორი მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 2002[4]
სანქტ-პეტერბურგი რუსეთის დროშა რუსეთი 2002[4]
პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2006[5]
ერევანი სომხეთის დროშა სომხეთი 2008
ფუკუოკას პრეფექტურა (დამეგობრებული რეგიონი) იაპონიის დროშა იაპონია 2007

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Horton (2002) Lonely Planet Delhi, 3, Lonely Planet Publications. ISBN 1-86450-297-5. 
  • Rowe (2004) Delhi (Great Cities of the World). World Almanac Library. ISBN 0-8368-5197-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Delhi to London, it’s a sister act“. India Times. 7 July 2002. ციტირების თარიღი: 18 February 2009.
  2. Sister cities of Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  3. Friendship agreement to be signed between London and Delhi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 Sister-City Agreements. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  5. Paris wants 'sister-city' relationship with Delhi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დელი&oldid=4288460“-დან