კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი
დაიბადა 17 ივნისი, 1814(1814-06-17)[1] [2]
დაბადების ადგილი კენიგსბერგი
გარდაიცვალა 5 დეკემბერი, 1879(1879-12-05)[1] [2] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი დიუსელდორფი[3]
ჟანრი საჟანრო ფერწერა

კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი (გერმ. Carl Wilhelm Hübner; დ. 17 ივნისი, 1814, კენიგსბერგი — გ. 5 დეკემბერი, 1879, დიუსელდორფი) — გერმანელი ფერმწერი, დიუსელდორფის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ვ. შადოვთან და კ. ზონთან. ცდილობდა ჟანრული სურათებისათვის სოციალური ჟღერადობა მიეცა, მიმართავდა ყოველდღიურობის მტკივნეულ საკითხებს („გადასახლებულებთან დამშვიდობებდა“, 1846 და 1855). ჰიუბნერის ცნობილ ნამუშევარში „სილეზიელი ფეიქრები“ (1844, პაფრატის გალერეა, დიუსელდორფი) რეალისტურად ასახა მუშათა სასტიკი ექსპლუატაცია. ჰიუბნერის შემოქმედებას დიდად აფასებდა ფრიდრიხ ენგელსი.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]