User:Vakhtang kopaleishvili
ვახტანგ კოპალეიშვილი (23 თებერვალი 1954 - 13 თებერვალი 2015). ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის ,,დინამოში (1973-80, 1983) და ლანჩხუთის ,,გურიაში (1980-82, 1984-87). სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 108 მატჩი და გაიტანა 3 გოლი (,,დინამოში - 84/2, ,,გურიაში - 24/1). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1977) და მესამე (1976 შემოდგომა) პრიზიორი. 1976 წლის სსრკ თასის მფლობელი. ევროტურნირებში ჩაატარა 6 მატჩი. იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებთა მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით U18 ნაკრებმა მოიგო ევროპის 1997 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. თაობები გაზარდა ამ ბრწყინვალე ადამიანმა. ვახტანგ კოპალეიშვილი გახლდათ ის მწვრთნელი, 1999 წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები (მაშინ 18-წლამდელებს ეძახდნენ, მაგრამ დღევანდელი 19-წლამდელების იდენტური იყო) ევროპის ჩემპიონატის რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე რომ გაიყვანა. იქ, ფინალურ ეტაპზე ბომბარდირი ლაშა ჯაკობია არ ჰყავდა, თორემ კიდევ ბევრს გაამწარებდა. ჩვენებმა ჩეხ თანატოლთა ნაკრები გამოთიშეს ფინალურ ეტაპამდე, მაშინდელ ჩეხეთში კი თამაშობდნენ მილან ბაროში, ტომაშ როსიცკი, ზდენეკ გრიგერა...
"კოპალას ბიჭები" – ასეც ეძახდნენ იმ ნაკრებს, სადაც თამაშობდნენ ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები. ფორვარდი ვალერი გაგუა კი ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მარტო შედეგი და ტაბლო ხომ არაა. კოპალეიშვილს ძალიან უყვარდა, როცა მისი გუნდები ლამაზად თამაშობდნენ, მისეულ მორგებულ სტილზე. 18-წლამდელების გასვლაზე ვთქვით და ამის გარდაც, ვახო მასწავლებელი წარმატებით მუშაობდა – ყველგან ტოვებდა თავის კვალს. და მარტო ის თაობა კი არ გაზარდა? მას შემდეგაც ბევრი. ჯაბა კანკავა, მათე ღვინიანიძე, აკაკი ხუბუტია და ბოლოს სოლომონ კვირკველიაც, რომელიც გასულ წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მუშაობდა, იქ აფრთიანებდა ბიჭებს და მისი შვილის თამაშიც მინახავს: პატარა კოპალეიშვილი 14 წლისაა და სულაქველიძის აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდში ბომბარდირია. აი, ფეხბურთის სიყვარული რა არის: უკვე შეუძლოდ იყო ვახო მასწავლებელი, მაგრამ მაინც ახერხებდა და ზოგჯერ წვრთნიდა თავის გუნდს.
როგორც ფეხბურთელი, უფროს თაობას კარგად ემახსოვრება. ტანდაბალი, ტექნიკური, მშრომელი ნახევარმცველი იყო. სამტრედიაში დაბადებული ვახტანგ კოპალეიშვილი 1973-1980 წლებში თამაშობდა თბილისის დინამოში, საბჭოეთის თასი მოიგო 1976-ში, 1980 წელს კი ლანჩხუთის “გურიაში” გადავიდა და ამ გუნდის აღმასვლაში დიდი წვლილიც შეიტანა.