User:Ketshengel/sandbox

From Wikipedia, the free encyclopedia

რევაზ მიხეილის ძე ხოფერია[edit]

August 25, 1993(1993-08-25) (aged 62)

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ მიხეილის ძე ხოფერია (დ. 1931 წ, 14 მაისი, ქ.სენაკი  (ცხაკაია), საქართველოს სსრ , სსრკ. ― გ. 1993 წლის 25 აგვისტო, ქ.თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა.) იყო მეოცე საუკუნის ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

რევაზ ხოფერია უმაღლესი განათლების მიღების ჩათვლით მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი საქმიანობის პირველი პერიოდი (1956 - 1973 წ.წ.) მან დაუთმო ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებში პრაქტიკულ მუშაობას  ფაბრიკის რიგითი ცვლის უფროსიდან ტრესტის "საქართველოს ჩაი" (საკავშირო-რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანება "საქართველოს ჩაი") მმართველის თანამდებობამდე. შემდგომი პერიოდი, 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რევაზ ხოფერიამ მიუძღვნა სამეცნიერო-საგამომგენებლო მოღვაწეობას ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური სქემების, შესაბამისი მანქანა-დანადგარების შემუშავება-შექმნის და წარმოებაში დანერგვის მიმართულებით.

რევაზ მიხეილის ძე ხოფერია

ბიოგრაფია[edit]

რევაზ ხოფერიამ 1956 წელს დაამთავრა  შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის  კვალიფიკაცია;

1956 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ზუდიდის ჩაის ფაბრიკაში ცვლის უფროსად. მოკლე ხანში დაწინაურდა იმავე ფაბრიკის მთავარი ტენოლოგის, შემდგომ კი ფაბრიკის დირექტორის თანამდებობამდე;

1965 წლამდე, სხვადასხვა დროს,  მუშაობდა ჩხოროწყუს, ხაბუმეს და ცხაკაიას ჩაის ფაბრიკების დირექტორად;

1965 წლიდან 1969 წლამდე იკავებდა ცხაკაიას მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას;

1970-1971 წ.წ. იყო საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი;

1971-1973 წ.წ. მუშაობდა ტრესტის „საქართველოს ჩაი“  (რესპუბლიკური სახელმწიფო - სამრეწველო გაერთიანება „საქართველოს ჩაი“) მმართველად;

1974  წლიდან 1985  წლამდე მუშაობდა თბილისის სასურსათო მანქანათმშენებლობის სათაო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს აღჭურვილობის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელად;

1979–1983 წ.წ. ხელმძღვანელობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნირო-საწარმოო გაერთიანების ზუგდიდის ჩაის წარმოების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას;

1985 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ  სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის  სუბტროპიკული კულტურების წარმოებისა და ჩაის გადამუშავების მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსად;

1990-1993 წ.წ. იყო მრავალდარგოვანი საწარმოს „არქეოპოლისი“ დირექტორი;

იმავდროულად, 1989 წლიდან იყო  გადამამუშავებელი დარგების და სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის გადამამუშავებელი დარგების ინტენსიური ტექნოლოგიების კათედრის გამგე.

1972 წელს რევაზ ხოფერიამ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე:

„საქართველოს ზოგიერთი ჩრდილო-დასავლეთ რაიონის ჩაის ნედლეულის გამოკვლევა და შავი ჩაის წარმოების რაციონალური ტექნოლოგიური სქემის შემუშავება (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ქ.სოხუმი“;[1] და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1983 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება სპეციალობით „ჩაის, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ტექნოლოგია“

1984 წელს რევაზ ხოფერიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  თემაზე:

„წვრილი შავი ჩაის ნაკადური წარმოების ტექნოლოგიური საფუძვლები (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ქ.სოხუმი“[2] და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

რევაზ ხოფერიას 1990 წლის 26 ივლისს სახალხო განათლების საკავშირო სახელმწიფო კომიტეტის მიერ (გადაწყვეტილება №395/პ) მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

იყო 30-ზე მეტი გამოგონების[3] და 100-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა დანერგვას წარმოებაში  თან ახლდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი.

დაჯილდოებული იყო შრომის ვეტერანის, სუკეთესო გამომგონებლის და სახალხო მეურნეობის მიღწევების საკავშირო გამოფენის ოქროს და ვერცხლის მედლებით. მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო მადლობა და ჯილდო.

რევაზ მიხეილის ძე ხოფერია

სამეცნიერო ნაშრომები[edit]

რევაზ ხოფერიას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სახელმძღვანელოები:

  • „წვრილი შავი ჩაის წარმოების ტექნოლოგიის პრაქტიკული სახელმძღვანელო (თანაავტორი რევაზ ჯინჯოლიასთან და თემურ რევიშვილთან ერთად. გამომცემლობა „ალაშარა“; სოხუმი. 1980 წ. 38 გვ.“[4];
  • „უმაღლესი ხარისხის შავი ჩაის წარმოების ტექნოლოგიის სამეცნიერო საფუძვლები (გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი. 1982 წ. 41 გვ.“[5];
  • „ჩაის წარმოების ტექნოლოგია: თანამედროვე სქემები და მოწყობილობა (გამომცემლობა „აგროპრომიზდატი“; მოსკოვი.1988 წ. 158 გვ.“[6];
  • „ჩაის წარმოების თანამედროვე მეთოდები და აღჭურვილობა. /სახელმძღვანელო/(გადამამუშავებელი დარგების და სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის გამომცემლობა; მოსკოვი.1989 წ. 132 გვ.[7]
  • „ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია (გამომცემლობა „საქართველო“; თბილისი. 1992 წ. 168 გვ.)“.
  1. ^ "Хоперия, Реваз Михайлович - Исследование чайного сырья некоторых северо-западных районов Грузии и разработка рациональной технологической схемы производства черного чая : диссертация ... кандидата технических наук : 05.00.00 - Search RSL". search.rsl.ru (in Russian). Retrieved 2024-04-26.
  2. ^ Хоперия, Реваз Михайлович (1984). Технологические основы поточного производства мелкого черного чая (доктор технических наук thesis) (in Russian). Сухуми.
  3. ^ "ХОПЕРИЯ РЕВАЗ МИХАЙЛОВИЧ изобретатель и автор патентов - PatentDB.ru". patentdb.ru (in Russian). Retrieved 2024-04-26.
  4. ^ Джинджолия, Р. Р. (1980). "Практическое руководство по технологии производства мелкого черного чая / Р. Р. Джинджолия, Р. М. Хоперия, Т. О. Ревишвили. - Сухуми : Алашара, 1980. - 38 с." e-catalog.nlb.by (in Russian). Retrieved 2024-04-26.
  5. ^ Хоперия, Р. М. (1982). "Научные основы технологии производства высших сортов черного чая. - Тбилиси : Мецниереба, 1982. - 41 с." e-catalog.nlb.by (in Russian). Retrieved 2024-04-26.
  6. ^ Хоперия, Р. М. (1988). "Технология производства чая: Современ. схемы и оборуд. - М. : Агропромиздат, 1988. - 158, [1] с." e-catalog.nlb.by (in Russian). Retrieved 2024-04-26.
  7. ^ Хоперия, Р. М. (1989). "Современные способы и оборудование чайного производства: Учеб. пособие / Всесоюз. ин-т повышения квалификации руководящих работников и специалистов перераб. отраслей и торговли. - М. : ВИПК перераб. отраслей и торговли, 1989. - 132 с." e-catalog.nlb.by (in Russian). Retrieved 2024-04-26.