User:Vancho/sandbox
Template:ინფოდაფა ენა Template:ვიკიწიგნები გერმანული ენა — გერმანელთა, ავსტრიელთა, გერმანო-შვეიცარიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს .
სტატუსი
ოფიციალური ენა: | გავრცელების არეალი: |
---|
|
|
ისტორია
სიტყვის „Deutsch“ ეტიმოლოგია
ეტიმოლოგიურად სიტყვა „Deutsch“ მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „თიოდა“ (thioda, thiodisk), რაც ნიშნავს „ხალხის კუთვნილს“, „ეროვნულს“, „ხალხის ენაზე მოლაპარაკეს“. ამ სიტყვიდან მოდის ასევე ლათინური სიტყვა „theodisce“, რომელსაც იყენებდნენ იმ ერების აღსანიშნავად, რომლებიც ლათინურად არ საუბრობდნენ, კერძოდ, ამ შემთხვევაში კი გერმანელებისა და ჰოლანდიელების. ჰოლანდიელებს რაც შეეხებათ, ისინი იმხანად ჯერ კიდევ არ მოიაზრებდნენ თავიანთ თავს გერმანელებისაგან გამოყოფით ცალკე.
განვითარება
გერმანული ენის ისტორია იწყება VIII—IX სს-ში ძველი ზემოგერმანული (Althochdeutsch) დიალექტების საფუძველზე, XIII—XV სს-ში განაგრძობს თავის განვითარებას საშუალო ზემოგერმანულის (Mittelhochdeutsch) სახელწოდებით, ხოლო XV ს-დან კი სრულიად ახალი სალიტურატურო გერმანული (Neuhochdeutsch) ენა იწყებს ჩამოყალიბებას.[1]. უძველესი წერილობითი ძეგლებია: სანტ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორეს ტრაქტატის თარგმანი რაინის ფრანკულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).
გერმანიის ტერიტორიაზე შუა საუკუნებში მრავლად იყო პატარ-პატარა ტერიტორიული წარმონაქმნები, რამაც განაპირობა საკმაოდ განსხვავებული დიალექტების წარმოქმნა. დიალექტთა მრავალფეროვნება ხელს უშლიდა საერთო გერმანული ენისა და კულტურის განვითარებას. ამის გამო, მე-13 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა პოეტებმა და მწერლებმა თავის შემოქმედებაში დიალექტური სიტყვების ხმარება აიკრძალეს. სწორედ ეს დრო ითვლება საერთო გერმანული სამწერლობო, ლიტერატურული ენის შექმნის პირველ მცდელობად.
1521 წელს მარტინ ლუთერმა თარგმნა ახალი, ხოლო 1534 წელს ძველი აღთქმა, რითაც მან განვითარების სრულიად საფეხურზე აიყვანა გერმანული ენა.
ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სალიტერატურო ენა ძირითადად დედაქალაქის დიალექტს ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში. სალიტერატურო ენამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად ჩაანაცვლა ადგილობრივი დიალექტები, ხოლო სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ უფრო მეტად განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობენ.
გერმანული ენის განვითარების პერიოდები
- 4. 1650-დან: ახალი ზემოგერმანული, ანუ თანამედროვე სალიტერატურო გერმანული ენა (Neuhochdeutsch)
ანბანი
გერმანული ანბანი ჩამოყალიბდა ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 თანხმოვანი.
А а /ა/ |
B b /ბე/ |
C c /ცე/ |
D d /დე/ |
E e /ე/ |
F f /ეჶ/ |
G g /გე/ |
H h /ჰა/ |
I i /ი/ |
J j /ჲოტ/ |
K k /კა/ |
L l /ელ/ |
M m /ემ/ | ||||||||||||
N n /ენ/ |
O o /ო/ |
P p /პე/ |
Q q /ქუ/ |
R r /ერ/ |
S s /ეს/ |
T t /ტე/ |
U u /უ/ |
V v /ჶაუ/ |
W w /ვე/ |
X x /იქს/ |
Y y /იფსილონ/ |
Z z /ცეტ/ |
ხმოვნები: A, a; E, e; I, i; O, o; U; u; Y y.
ასო V გერმანულ ენაში იკითხება ორნაირად. ა) გერმანული წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც ჶ . მაგალითად; Vater, vier, viel, voll და ა.შ.. ბ) არაგერმანული, ძირითადად ლათინურიდან შემოსული სიტყვებში იკითხება როგორ ვ. მაგალითად; Revolution, Evolution, Verb, evaluation, Divergenz და ა. შ..
გერმანულ ენაში გვაქვს ბგერა ც-სათვის გვაქვს ორი ასო-ნიშანი: Z და C. თუკი Z,z გამოიყენება გერმანული სიტყვების დასაწერად, წავიკითხავთ როგორც ც-ს, ხოლო თუ ინგლისური, ან ფრანგული სიტყვები წერია ამ ასოთი, მაშინ მას ზ-დ წავიკითხავთ. არის შემთხვევები როდესაც ეს ასო გვხვდება იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ენებიდან გადმოტანილ საკუთარ სახელებში. ამ შემთხვევაში ეს ასო შესაბამისი ენის ფონეტიკის მიხედვით წაიკითხება. არსებობს უცხოურ წარმოშობის საკუთარ სახელთა ლექსიკონი, სადაც მითითებულია ამ სახელთა წაკითხვის, წარმოთქმის შესამაბისი წესები.
რაც შეეხება ბგერა-ასო ც-ს. იგი დამოუკიდებლად არაგერმანულ, ნასესხებ სიტყვებში, ან უცხოურ საკუთარ სახელებში გვხვდება. ჩვეულებრივ მას გამოიყენებენ ასოთა შემდეგ შეთანხმებებში. ეს ასოთშეთანხმებებია: Ch, ch (ხ); Sch, sch (შ); Tsch, tsch (ჩ); -, ck (კ). ამ უკანასკნელს დიდი ვარიანტი არ გააჩნია.
ასო-ბგერა r შეიძლება გამოითქვას როგორც რ, ან ღ.
გარდა ამისა, გერმანულ ენაში არის დამატებითი ნიშნები:
- Ä, ä — ა უმლაუტით (წარმოითქმის გრძლად, დაახლ. ე: )
- Ö, ö — ო უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
- Ü, ü — უ უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
- ß — ss (ეს ცეტი, ანუ ორმაგი ესი).
ß-ს ნაცვლად, ახალი მართლწერის წესების შესაბამისად, ხშირად იხმარება ss, მაგალითად Groß - Gross.
დიფტონგები და ასოთა კომბინაციები: დოფტონგების არტიკულაციისთვის დამახასიათებელი ორი ბგერის ერთგვარი მოსხლეტით წარმოთქმა.
- eu — ოი (neu (ნოი) — ახალი)
- äu — ოი (träumen (თროიმენ) — ოცნება)
- ie — იი (wie (ვი:) — როგორ)
- ei — აი (eins (აინს) — ერთი)
- h (თუ ხმოვნის შემდეგ დგას) — აგრძელებს ხმოვანს (gehen (გე:ენ)— წასვლა)
- s (ხმოვნის წინ) — ზ (sein (ზაინ)— ყოფნა)
- s (თანხმოვნის წინ ან სიტყვის ბოლოში) — ს (eins (აინს) — ერთი)
- st — შტ (straße (შტრასე)— ქუჩა)
- sp — შპ (später (შპეტერ) — გვიან)
- g (სიტყვის ბოლოში) — ჰ (zwanzig (ცვანციჰ) — ოცი)
- ch — ხ (a, o, u ხმოვნების შემდეგ: das Dach(დას დახ) — სახლის სახურავი, noch(ნოხ) — კიდევ, auch(აუხ) — აგრეთვე). სხვა დანარჩენ შემთხვევებში - ჰ (ich (იჰ) - მე)
- sch — შ (schlecht (შლეჰთ) — ცუდი)
- tsch — ჩ (Deutsch (დოიჩ) — გერმანული)
გრამატიკა
მეტყველების ნაწილები
გერმანულ ენაში არის 11 მეტყველების ნაწილი:
- არტიკლი — der Artikel
- არსებითი სახელი — das Substantiv
- ზედსართავი სახელი — das Adjektiv
- ნაცვალსახელი — das Pronomen
- ზმნა — das Verb
- ზმნიზედა — das Adverb
- რიცხვითი სახელი — das Numerale
- წინდებული — die Präposition
- კავშირი — die Konjunktion
- ნაწილაკი — die Partikel
- შორისდებული — die Interjektion
ზმნა (das Verb)
ზმნა გერმანულ ენაში იცვლება პირის, რიცხვის, დროისა და კილოს მიხედვით. გარდამავალი ზმნები ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს მოქმედებითსა და ვნებით გვარში.
გერმანულში არის პირიანი და უპირო (სახელადი) ზმნები. ზმნის პირიანი ფორმები იუღლება.
ზმნის პირიანი ფორმები
- 1. დროის ექვსი ფორმა (die Zeitformen)
ა) ახლანდელი დროის გამოსახატავად გერმანულ ენას მოეპოვება ერთი დროის ფორმა — Präsens-ი.
- Präsens
Heute besucht mein Bruder seine alten Freunde.
დღეს ჩემი ძმა მოინახულებს (სტუმრობს) თავის ძველ მეგობრებს.
ბ) წარსული დროის გამოსახატავად გერმანულ ენას სამი ფორმა მოეპოვება:
Imperfekt — (Präteritum)
Gestern besuchte mein Bruder seine alten Freunde.
გუშინ ჩემმა ძმამ მოინახულა თავისი ძველი მეგობრები.
- Perfekt
Hat dein Bruder seine alten Freunde gestern besucht?
მოინახულა შენმა ძმამ გუშინ თავისი ძველი მეგობრები?
- Plusquamperfekt
Nachdem mein Bruder seine alten Freunde besucht hatte, kehrte er nach Hause zurück.
მას შემდეგ რაც ჩემმა ძმამ თავისი ძველი მეგობრები მოინახულა, (უკან) სახლში დაბრუნდა.
გ) მომავალი დროის გამოსახატავად გერმანულ ენას მოეპოვება ორი ფორმა:
- Futur I
Morgen wird mein Bruder seine alten Freunde besuchen.
ხვალ ჩემი ძმა თავის ძველ მეგობრებს მოინახულებს.
- Futurum II
Morgen wird mein Bruder seine alten Freunde besucht haben.
ხვალ ჩემს ძმას მონახულებული ეყოლება თავისი ძველი მეგობრები.
- 2. ზმნის მოქმედებითი და ვნებითი გვარი (das Aktiv, das Passiv):
ა) მოქმედებითი გვარი (Aktiv).
Die Schüler lesen ein interessantes Buch.
მოსწავლეები საინტერესო წიგნს კითხულობენ.
ბ) ვნებითი გვარი (Passiv).
Interessante Bücher werden immer gern gelesen.
საინტერესო წიგნები ყოველთვის დიდი ინტერესით იკითხება. ანდა, საინტერესო წიგნებს ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობენ.
- 3. სამი კილო:
ა) თხრობითი კილო (der Indikativ):
Ich treibe sehr viel Sport.
მე სპორტს ინტენსიურად მივსდევ.
ბ) ბრძანებითი კილო (der Imperativ):
Steh auf! ადექი!
Setz dich! დაჯექი!
გ) კავშირებითი კილო (der Konjunktiv):
Wäre ich Flieger!
ნეტავი მფრინავი ვიყო!
ზმნის უპირო (სახელადი) ფორმები
- 1. მოქმედებითი და ვნებითი გვარის ინფინიტივი
მოქმედებითი გვარის ინფინიტივი (Infinitiv Aktiv):
lesen, schreiben.
ვნებითი გვარის ინფინიტივი (Infinitiv Passiv):
gelesen werden, geschrieben werden
- 2. ორი მიმღეობა (das Partizip) - Partizip I, Partizip II:
- Partizip I - lesend, schreibend, zeichnend.
- Partizip II - gelesen, geschrieben, gezeichnet.
გერმანული ენის ყველა ზმნური ფორმა სამი ძირითადი ფორმით იწარმოება, რომელთაც სწორედ ასე — ზმნის სამ ძირითად ფორმას უწოდებენ. ეს ფორმებია:
- ინფინიტივი (Infinitiv).
- ნამყო თხრობითი (Imperfekt).
შენიშვნა: ქართულ გერმანისტიკაში ამ ფორმას ნამყო თხრობითის სახელი აქვს, თუმცა სხვა ფილოლოგიებში ამ ფორმას ნამყო უწყვეტელს, ან ნამყო უსრულს უწოდებენ.
- მიმღეობა II (Partizip II).
ზმნათა ჯგუფები
გერმანულ ენაში ზმნები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად. ჯგუფებად დაყოფა დამოკიდებულია ზმნათა შემდეგ თავისებურებებზე:
- 1. სიტყვაწარმოებაზე: მარტივი, ნაწარმოები, რთული;
- 2. მნიშვნელობაზე: ძირითადი (ანუ სრულმნიშვნელოვანი ) და დამხმარე;
- 3. უღვლილების ტიპზე: სუსტი, ძლიერი და უწესო;
- 4. ზმნა-შემასმენლის დამოკიდებულებაზე;
- ა. ქვემდებარესთან: პირიანი და უპირო;
- ბ. დამატებასთან: გარდამავალი (ტრანზიტული) და გარდაუვალი (ინტრანზიტული);
მარტივი ზმნები (Einfache Verben)
მარტივ ზმნას უწოდებენ იმ ზმნებს, რომელთა საწყისი ფორმა ფუძისა და ინფინიტივური დაბოლოებისაგან (-en, -n) შედგება:
- steh-en — დგომა.
- schreib-en — წერა.
- spiel-en — თამაში.
- wander-n — ლაშქრობა, ხეტიალი, წოწიალი.
- bügel-n — გაუთოება.
ნაწარმოები ზმნები (Abgeleitete Verben)
ნაწარმოები ზმნები მარტივი ზმნებისა და სხვა მეტყველების ნაწილებისაგან შედგება. ესენია:
- 1. თავსართების მეშვეობით, რომლებიც ქართულისაგან განსხვავებით შეიძლება იყვნენ მოცილებადი ან მოუცილებადი.
მაგ.;
- aufstehen — ადგომა.
- Ich stehe früh auf.
- მე ადრე ვდგები.
- bekommen — მიღება რამესი.
- Zu seinem Geburtstag bekam er viele Geschenke.
- (მისი, თავის) დაბადების დღისათვის მან ბევრი საჩუქარი მიიღო.
- 2. სუფიქსების მეშვეობით:
მაგ.;
- kling-el-n - დარეკვა.
- stud-ier-en - (შე)სწავლა (უნივერსიტეტში).
- 3. ფუძისეულ ხმოვანზე უმლაუტის დართვით.
მაგ.;
- führen (ნაწარმოებია fuhr-ისაგან) — ტარება ვინმესი, ან რამესი.
- träumen (ნაწარმოებია der Traum-ისაგან) — ოცნება.
- wärmen (ნაწარმოებია warm-ისაგან) — გათბობა.
- gründen (ნაწარმოებია der Grund-ისაგან) — დაარსება.
- ändern (ნაწარმოებია ander-ისაგან) — შეცვლა.
- 4. ნაწარმოებ ზმნებში შეიძლება ერთდროულად ორივე გამოიყენებოდეს:
მაგ.;
- სუფიქსი და უმლაუტი: läch-el-n (ნაწარმოებია lachen-ისაგან) — გაღიმება.
- თავსართი და სუფიქსი: er-weit-er-n (ნაწარმოებია weit-ისაგან) — გაფართოება, გავრცობა.
- თავსართი და უმლაუტი: er-zähl-en (ნაწარმოებია die Zahl-საგან) — მოყოლა, მბობა რამესი.
ზმნური თავსართები, მოცილებადებიცა და მოუცილებადებიც, ზმნაზე გავლენას ახდენენ და ხშირად უცვლიან ან უზუსტებენ მას მნიშვნელობას.
შდრ.;
kommen მი/მო/სვლა, და bekommen — მიღება.
gehen წასვლა, და mitgehen წაყოლა.
მოუცილებად თავსართებს, როგორც წესი, მახვილი არ მოუდით.
მოუცილებადი თავსართები (Untrennbare Präfixe)
გერმანულ ენაში მოუცილებადი თავსართი სულ რვაა: be-, ge-, er-, ver-, zer-, ent-, emp-, miß-. მოუცილებადთავსართიან ზმნებს მახვილი თავსართზე არ მოუდით, არამედ თვითონ ფუძეზე.
- მოუცილებადთავსართიანი ზმნები მიმღეობა II-ში მხოლოდ -(e)t ბოლოსართს დაირთავენ.(!)
თავსართები | მარტივი ზმნა | ნაწარმოები ზმნა | |
---|---|---|---|
1. be- | kommen (მი, მო)სვლა | bekommen მიღება რამესი | |
2. ge- | hören (მო)სმენა | gehören მიკუთვნება | |
3. er- | zählen (და)თვლა | erzählen მოყოლა, მოთხრობა, მბობა | |
4. ver- | stehen (და)დგომა | verstehen გაგება | |
5. zer- | schlagen (და)ტრყმა, ცემა | zerschlagen გატეხვა | |
6. ent- | gehen (წა, გა)სვლა | entgehen დასხლტომა, ხელიდან გაქცევა | |
7. emp- | fangen (და)ჭერა | empfangen მიღება ვინმესი | |
8. miß- | trauen (მი, და)ნდობა | mißtrauen არნდობა |
მოცილებადი თავსართები (Trennbare Präfixe)
მოცილებად თავსართებად გერმანულ ენაში წინდებულები და ზმნიზედები (ზმნისართები) გამოიყენება. მოცილებადი თავსართები გერმანულში ყოველთვის მახვილქვეშაა და პრეზენსში, იმპერფექტში და აგრეთვე ბრძანებით კილოში ისინი სცილდებიან საკუთრივ ზმნის კორპუსს.
- ´ausschreiben — ამოწერა რამესი.
- ´zuhören — მოსმენა რამესი, ვინმესი.
- ´aufschlagen — გაღება, გახსნა რამესი.
- ´aussprechen — გამოთქმა, გამოხატვა, წამოთქმა რამესი.
- ´fortgehen — წასვლა, გასვლა შორს.
- Präsens (აწმყო):
- Er spricht dieses Wort falsch aus.
- ის ამ/იმ სიტყვას არასწორად წამოთქვამს.
.........................................................
- Imperfekt (ნამყო თხრობითი):
- Er sprach dieses Wort falsch aus.
- ა.) ის ამ/იმ სიტყვას არასწორად წარმოთქვამდა.
- ბ.) მან არასწორად წარმოთქვა ეს/ის სიტყვა.
..........................................................
- Imperativ (ბრძანებითი კილო):
- Sprich dieses Wort richtig aus!
- სწორად წარმოთქვი ეს სიტყვა!
..........................................................
მიმღეობა 2-ში სუფიქსი - მოცილებად თავსართსა და საკუთრივ ზმნას შორის იკავებს ადგილს და ერთ სიტყვად იწერება.
მაგ.;
- ausgeschrieben — ამოწერილი.
- aufgeschlagen გაღებული, გამოღებული.
- ausgesprochen — წარმოთქმული, წარმონათქვამი.
თავსართები | მარტივი ზმნა | ნაწარმოები ზმნა | |
---|---|---|---|
1. an- | kommen (მი, მო)სვლა | ankommen ჩასვლა სადმე | |
2. auf- | hören (მო)სმენა | aufhören შეწყვეტა | |
3. aus- | zeichnen (და)ხატვა | auszeichnen აღნიშვნა | |
4. bei- | wohnen ცხოვრება | beiwohnen დასწრება | |
5. ein- | nehmen აღება | einnehmen მიღება (მაგ. წამლის) | |
6. mit- | fahren (წა, გა)სვლა | mitfahren მგზავრობა ვინმესთან ერთად. | |
7. nach- | sehen ხედვა | nachsehen თვალის მიდევნება. | |
8. vor- | stellen (და)დგომა | vorstellen წარმოდგენა. წარდგენა. | |
9. zu- | machen (გა)კეთება | zumachen (და)კეტვა. დახურვა. |
ზმნიზედები | მარტივი ზმნა | ნაწარმოები ზმნა | |
---|---|---|---|
1. ab- | nehmen აღება | abnehmen გახდომა, დასუსტება, წონაში დაკლება, | |
2. da- | stehen დგომა | dastehen ყოფნა, დასწრება. | |
3. dazwischen- | kommen მოსვლა | dazwischenkommen ჩარევა, შეწყვეტინება | |
4. empor- | steigen ასვლა | emporsteigen მაღლა ასვლა, აღმასვლა | |
5. fort- | gehen წასვლა | fortgehen შორს წასვლა | |
6. fest- | stellen დადგომა, დადგმა | feststehen დადგენა, კონსტატირება. | |
7. her- | stellen დადგომა, დადგმა | herstellen შექმნა, დამზადება. | |
8. herab- | nehmen აღება | herabnehmen მოცილება, თავის მოხდა. | |
9. heraus- | schreiben (და)წერა | herausschreiben ამოწერა. | |
10. herbei- | kommen მოსვლა | herbeikommen მიახლოება. | |
11. herunter- | steigen ასვლა | heruntersteigen დაშვება, ჩამოძრომა. | |
12. hin- | fahren გამზავრება | hinfahren გამგზავრება. | |
13. hinab- | gehen წასვლა | hinabgehen ჩასვლა. | |
14. hinauf- | gehen წასვლა | hinaufgehen ასვლა სადმე. | |
16. hinaus- | fahren (მო)სვლა | hinausfahren წასვლა სადმე. | |
17. los- | kommen (მო)სვლა | loskommen თავის დახსნა, თავის დაღწევა. | |
18. voran- | gehen წასვლა | vorangehen წინსვლა, წინწაწევა. | |
19. vorbei- | gehen წასვლა | vorbeigehen გვერდის ავლა, გვერდით გავლა. | |
20. weg- | laufen რბენა, სვლა | weglaufen გაქცევა. | |
21. weiter- | fahren მგზავრობა | weiterfahren მგზავრობის გაგრძელება. გზის გაგრძელება. | |
22. zurück- | kehren (შე)მოტრიალება | zurückkehren დაბრუნება. | |
23. zusammen- | halten დაჭერა ხელში | zusammenhalten გვერდი-გვერდ დგომა. |
თავსართები, რომლებიც ხან მოცილებადია, ხან მოუცილებადი
ზოგიერთი თავსართი ხან მოცილებადია (მაშასადამე მახვილიანია), ხანაც მოუცილებადი (ანუ უმახვილო), და ამისდა მიხედვით იცვლება მოცემული ზმნის მნიშვნელობა. ასეთ თავსართებს მიეკუთვნება; durch-, um-, über-, unter-, wieder-, voll-.
მაგ.;
- durch´schneiden — გადაკვეთა.
- ა.) Der Strahl des Scheinwerfers durchschnitt die Dunkelheit. პროჟექტორის სხივმა გადაჰკვეთა სიბნელე.
durch-
- ´durchschneiden — გადაკვეთა.
- ბ.) Er schnitt den Strick durch. მან გადაჭრა/გაჰკვეთა თოკი (ბაწარი).
..........................................................................
- über´setzen - (გადა)თარგმნა.
- ა.) Er übersetzt ohne Wörterbuch. ის ულექსიკონოდ თარგმნის.
über-
- ´übersetzen - გადაყვანა/გადასხმა.
- ბ.) Man setzte uns ans andere Ufer über. მეორე ნაპირზე გადაგვსხეს.
რთული ზმნები (Zusammengesetzte Verben)
რთული ზმნები ორი სიტყვისაგან შედგება. მეორე სიტყვა ყოველთვის ზმნა არის, ხოლო პირველი სიტყვა კი - მეტყველების სხვადასხვა ნაწილები შეიძლება იყოს.
- 'teil'nehmen — მონაწილეობის მიღება.
- 'statt'finden — მოხდომა, შედგომა რამესი.
- 'frei'lassen — გათავისუფლება, გამოშვება.
- 'los'fahren — გამგზავრება, ადგილიდან (და)ძვრა.
- 'kennen'lernen — გაცნობა.
- 'stehen'bleiben — შეჩერება.
- 'zugrunde'gehen — დაღუპვა, მოკვდომა
მოცემულ ზმნებში მთავარი მახვილი რთულშედგენილი სიტყვის პირველ ნაწილზე მოდის. ისინი იუღლებიან თავსართმოცილებად ზმნების მსგავსად.
მაგ.; teilnehmen
- Alle nehmen an dieser Arbeit teil. ამ სამუშაოში ყველა მონაწილეობს.
- Alle nahmen an dieser Arbeit teil. ამ სამუშაოში ყველა მონაწილეობდა.
- Nehmt an dieser Arbeit teil ! (ყველამ) მიიღეთ მონაწილეობა ამ სამუშაოში !
.........................................................................................
მაგ.; stehenbleiben
- Wir bleiben vor einem schönen Gebäude stehen. ჩვენ ვჩერდებით ერთი შენობის წინ.
- Wir blieben vor einem schönen Gebäude stehen. ჩვენ შევჩერდით ერთი შენობის წინ.
- Bleibt vor diesem schönen Gebäude stehen ! შეჩერდით ამ მშვენიერი შენობის წინ !
ძირითადი (ანუ სრულმნიშვნელოვანი) და დამხმარე ზმნები
სრულმნიშვნელოვანი ზმნები (Vollverben)
ძირითადი ანუ სრულმნიშვნელოვანი ზმნები აღნიშნავენ მოქმედებას ან საგნის მდგომარეობას.
- Wir fahren nach Trier. ჩვენ ტრირში მივდივართ.
- Meine Freunde interessieren sich für Kunst und Literatur. ჩემი მეგობრები ხელოვნებითა და ლიტერატურით არიან დაინტერესებული.
დამხმარე ზმნები (Hilfsverben)
დამხმარე ზმნებს მხოლოდ რთული ზმნური ფორმების შესადგენად გამოიყენებენ. ეს ზმნების haben, sein და werden.
- Er ist Politikwissenschaftler. ის კაცი პოლიტოლოგი არის.
- Sie war Literaturwissenschaflterin. ის ქალი ლიტერატურის მკვლევარი არის.
- Im nächsten Jahr wird sie Lehrerin. მომავალ წელს ის ქალი მასწავლებელი გახდება.
რთულ დროებში ამ ზმნებს უკვე ეკარგებათ (haben — ქონა/ყოლა რაიმესი ან ვინმესი, sein — ყოფნა და werden — გახდომა) თავიანთი თავდაპირველი ძირითადი მნიშვნელობა და იძენენ ე.წ. გრამატიკულ მნიშვნელობას დროის ფორმათა შესაბამისად.
ზმნები haben და sein ნამყო სასაუბროსა (პერფექტი) და წინარე წარსულის (პლუსკვამპერფექტი) საწარმოებლად გამოიყენება.
ზმნა werden გამოიყენება მომავალი დროის ფორმების — ფუტურუმ პირველისა და ფუტურუმ მეორის, ასევე ვნებითი გვარის (პასივი) ფორმების საწარმოებლად.
ზმნები haben, sein და werden ძირითადი, მთავარი მნიშვნელობით გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ახლავთ მიმღეობითი (პარტიციპ II) ანდა ინფინიტივური (ზმნის საწყისი, განუსაზღვრელი) ფორმა.
სუსტი, ძლიერი და უწესო ზმნები
უღლების ტიპის მიხედვით გერმანულ ენაში ზმნები დაიყოფიან სუსტ, ძლიერ და უწესო ტიპებად.
სუსტი ზმნები (Die schwachen Verben)
თანამედროვე გერმანულ ენაში სუსტი ზმნები შეადგენენ ზმნათა ყველაზე გავრცელებულ ტიპს. სუსტი ზმნების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან ახლადდამკვიდრებული ზმნები სამ ძირითად ფორმას სუსტად იწარმოებენ.
- filmen — ფილმის გადაღება.
- funken — რადირება.
- radeln — ველოსიპედით გავლა, სიარული.
- entminen — განაღმვა.
მოცემული ზმნები შედარებით ახალი ზმნებია და შესაბამისად სამ ძირითად ფორმას სუსტად იწარმოებენ.
- filmen - filmte, funken - funkte და ა.შ..
გერმანულ სუსტ ზმნებს შემდეგი ნიშნები ახასიათებთ:
- 1. ფუძისეული ხმოვანი არ იცვლება;
- 2. იმპერფექტი იწარმოება სუფიქსის მეშვეობით -(e)te;
- 3. პარტიციპ მეორე იწარმოება ge- თავსართისა და -(e)t ბოლოსართის დართვით.
თავსართ ge- ს არ დაირთავენ მხოლოდ ის ზმნები, რომლებიც ინფინიტივში ieren-ზე ბოლოვდებიან. მაგ.; gratulieren, kondolieren და ა.შ..
ანუ ინფინიტივში -ieren -ზე დაბოლოებული ზმნები მხოლოდ - t ბოლოსართს დაირთავენ.
მაგ.;
- Infinitiv: mach-en, arbeit-en
- Imperfekt : mach-te, arbeit-ete
- Partizip II: ge-mach-t, ge-arbeit-et
სუფიქსები -(e)te და -(e)t გამოიყენება იმ ზმნებში, რომელთა ფუძეები ბოლოვდება შემდეგნაირად; d, t, m, n ან dm, dn, tm, tn, ასევე gn, chn, ffn.
საწყისი (განუს.) ფორმა | იმპერფექტი | პარტიციპ II | დამხმარე ზმნა | მნიშვნელობა |
---|---|---|---|---|
bad-en | bad-ete | ge-bad-et | haben | ბანაობა. |
arbeit-en | arbeit-ete | ge-arbeit-et | haben | მუშაობა. |
widm-en | widm-ete | ge-widm-et | haben | მიძღვნა. |
atm-en | atm-ete | ge-atm-et | haben | სუნთქვა. |
ordn-en | ordn-ete | ge-ordn-et | haben | წესრიგში მოყვანა რამესი. |
begegn-en | begegn-ete | be-gegn-et | sein | შეხვედრა. |
zeichn-en | zeichn-ete | ge-zeichn-et | haben | ხატვა. |
öffn-en | öffn-ete | ge-öffn-et | haben | გაღება. |
ძლიერი ზმნები (Die starken Verben)
საწყისი (განუს.) ფორმა | იმპერფექტი | პარტიციპ II | დამხმარე ზმნა | მნიშვნელობა |
---|---|---|---|---|
ei | ie (i) | ie (i) | haben ან sein | ძირითადი ვალენტობით |
bleiben | blieb | geblieben | sein | დარჩენა: დარჩე რამედ ან როგორც "-". |
scheinen | schrien | geschrienen | haben | ნათება: განათება რაიმესი, ანათებდე რამეს. |
schreiben | schrieb | geschrieben | haben | წერა, დაწერა: წერდე (ვინმეს) რამეს. |
schreien | schrie | geschrien | haben | დაყვირება, ყვირილი: (გაჰ)ყვიროდე (რამეს). |
steigen | stieg | gestiegen | sein | ასვლა. მაღლა ასვლა: ადიოდე. |
schweigen | schwieg | geschwiegen | haben | გაჩუმება, დუმილი: დუმდე. |
treiben | trieb | getrieben | haben | თრევა, წევა; ეწეოდე რამეს (მაგ. სპორტს). |
greifen | griff | gegriffen | haben | ხელთება, ხელში დაკავება/დაჭერა. |
leiden | litt | gelitten | haben | ტანჯვა, წუხილი: იტანჯებოდე. |
streiten | stritt | gestritten | haben | კამათი: ეკამათებოდე ვინმეს. |
უწესო ზმნები (Die unregelmäßigen Verben)
- 1. უწესო ზმნებს უწოდებენ ზმნებს, რომლებიც სამი ძირითადი ფორმის წარმოებისას ძლიერ ზმნებსაც ჰგვანან და სუსტებსაც. უწესო ზმნები იმპერფექტსა და პარტიპ მეორეში ფუძისეული e ხმოვანი იცვლება a ხმოვნით. ზოგ შემთხვევაში წესიდან გადახრები შეინიშნება ამ ზმნების პრეზენსში უღლებისასაც.
საწყისი (განუს.) ფორმა | იმპერფექტი | პარტ. II | დამხმარე ზმნა | მნიშვნელობა |
---|---|---|---|---|
kenn-en | kann-te | ge-kann-t | haben | ცოდნა. ცნობა; გეცნობოდეს რამე. |
nenn-en | nann-te | ge-nann-t | haben | დასახელება. |
brenn-en | brann-te | ge-brann-t | haben | წვა. |
renn-en | rann-te | ge-rann-t | sein | გაქცევა, (გა)რბენა. |
wend-en | wand-te | ge-wand-t | haben | მობრუნება. |
send-en | sand-te | ge-sand-t | haben | გაგზავნა. |
denk-en | dach-te | ge-dach-t | haben | ფიქრი: ფიქრობდე რამეს, გეგონოს რამე. |
ყურადღება მიაქციეთ თანხმოვანთა ცვალებადობასაც სიტყვაში denken.
ზმნებს wenden და senden გააჩნიათ პარალელური (სუსტი) ფორმები სამი ძირითადი ფორმის წარმოებისას.
- wend-en, wend-ete, ge-wend-et — შემობრუნება.
- send-en, send-ete, ge-send-et — 1. გაგზავნა; 2. ტრანსლირება. ტრანსლირების მნიშვნელობით გამოიყენება მხოლოდ ეს ფორმა.
- 2. უწესო ზმნებს მიაკუთვნებენ მოდალურ ზმნებსაც:
- wollen — სურვილი, ნდომა: გამოიყენება, როდესაც რამეს ქმნის განზრახვა მხოლოდ სუბიექტისგან მომდინარეობს.
- müssen — ზოგადი ან გარედან შემოსული აუცილებლობა: გამოიყენება, როდესაც რამე აუცილებლადაა გასაკეთებელი.
- sollen — შინაგანი ვალდებულება: გამოიყენება, როდესაც რამის გაკეთება არაა დიდ აუცილებლობასთან დაკავშირებული და შეიძლება მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში გაკეთდეს.
- können — შეძლება: შეიძლო ან ძალ-იდო რამე, გამოიყენება ასევე ცოდნის (მაგ. ენის დაუფლების) მნიშვნელობითაც.
- dürfen — ნებართვის ან უფლების ქონა: გამოიყენება თავაზიანობის, მოკრძალების, თავდაჭერილობის გამოსახატავად.
- mögen — სურვილი, ნდომა: გინდოდეს რამე, გსურდეს რამე ასევე გიყვარდეს. კავშირებით კილოში (კონიუნქტივში) მყოფი ეს მოდალური ზმნა (möchte-ფორმა ) იძენს მოკრძალებული სურვილის მნიშვნელობას.
- wissen — ცოდნა: იცოდე, გაგეგებოდეს რამე. ეს ზმნა ხშირად დგას მოდალურობის და არამოდალურობის ზღვარზე. მას ბევრი მოდალურ ზმნებს არც მიათვლის.
ამ ზმნების სამ მთავარი ფორმის წარმოებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- ა) იმპერფექტისა და პარტიციპ II-ს წარმოება სუსტი ზმნების მსგავსად.
- ბ) ზმნებს müssen, können, mögen, dürfen ეკარგებათ უმლაუტი იმპერფექტსა და პარტიციპ II-ში.
ინფინიტივი | იმპერფექტი | პარტ. II | შენიშვნა |
---|---|---|---|
1. wollen | wollte | gewollt | |
2. müssen | mußte | gemußt | ახლა მართლწერით ასევე musste, gemusst |
3. sollen | sollte | gesollt | |
4. können | konnte | gekonnt | |
5. dürfen | durfte | gedurft | |
6. mögen | mochte | gemocht | ხშირ გამოყენებაში ამ მოდალ. ზმნის კავშირებითი ფორმა, რომელიც ზმნა „ნდომას“ მოკრძალებულობის ელფერს ანიჭებს. ქართულში ამ ფორმის გადმოტანისას ხშირად მიმართავენ სტილისტურად სათუო წარსულ ფორმას „მინდოდა“. |
7. wissen | wußte | gewußt | ახლა მართლწერით ასევე wusste, gewusst. |
უკლებლივ ყველა მოდალური ზმნა დამხმარე ზმნად მოითხოვს haben-ს.
ყურადღება მიაქციეთ თანხმოვნების ცვალებადობას (g = > ch ), ზმნაში mögen ხოლო ხმოვნის ცვალებადობას (i => u) ზმნაში wissen.
- 3. უწესო ზმნებს ასევე მიაკუთვნებენ sein — ყოფნა, haben — ქონა/ყოლა, werden — გახდომა, stehen — დგომა, gehen — (წა)სვლა, tun - ქმნა, bringen — მიტანა.
ინფინიტივი | იმპერფექტი | პარტიციპ II | დამხმარე ზმნა | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
1. sein | war | gewesen | sein | სამი ძირითადი ფორმა სრულიად ურთიერთგანსხვავებულია. |
2. haben | hatte | gehabt | haben | b ვარდება იმპერფექტში |
3. gehen | ging | gegangen | sein | იმპერფექტში ng |
4. stehen | stand | gestanden | sein | იმპერფექტში nd |
5. werden | wurde/ward | geworden/worden | sein | პარტიციპ II-ში ორი პარალელური ფორმაა. ward არქაული ფორმაა. გვხვდება ძველ ტექსტებში ასევე თანამედროვე პოეტურ ნაწარმოებებში. ფორმა geworden გამოიყენება მხოლოდ თვითონ ზმნა werden-ის პერფექტსა და პლუსკვაში. |
6. tun | tat | getan | sein | - |
7. bringen | brachte | gebracht | sein | ძლიერი ზმნების მსგავსი ხმოვნის ცვალებადობა პლუს სუსტი ზმნების მსგავსი სუფიქსაცია სამ ძირითად ფორმაში. |
პირიანი და უპირო (პირნაკლი) ზმნები
პირიანი ზმნები (Persönliche Verben)
- 1. პირიანი ზმნები (Persönliche Verben) შეიძლება გამოიყენებდნენ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების სამივე პირში.
- Ich singe gern. სიამოვნებით ვმღერი. / სიმღერა მიყვარს.
- Du singst gern. სიამოვნებით მღერი. / სიმღერა გიყვარს.
- Er singt gern. სიამოვნებით მღერის. / სიმღერა უყვარს.
- Wir singen gern. სიამოვნებით ვმღერით. / სიმღერა გვიყვარს.
უპირო (პირნაკლი) ზმნები (Unpersönliche Verben)
- 2. უპირო (პირნაკლ) ზმნებს (Unpersönliche Verben) მხოლოდ მხოლობითი რიცხვის მე-3 პირი გააჩნიათ და გამოიყენებიან პირნაკლ ნაცვალსახელ es-თან ერთად ყველა დროის ფორმაში.
პირნაკლი ზმნები ძირითადად გამოხატავენ ბუნების მოვლენებს.
- Es taut — თოვლი დნება./ყინვა დნება.
ამ ტიპის ყველა გერმანულ წინადადებაში ქვემდებარის ნაცვლად პირნაკლი ნაცვალსახელი es გამოიყენება, რომელი ქართული ენაში არ არსებობს.
- Es dunkelt — ბნელდება. ღამდება.
- Es regnet — წვიმს.
- Es donnert — ავდრდება.
- Es schneit — თოვს.
- Es blitzt — ელავს.
- Es hagelt — სეტყვაა. სეტყვავს.
- 3. არის ზმნები, რომლებიც პირიანიცაა და უპიროც (პირნაკლიც).
შეადარეთ;
geben
- Er gibt mir sein Heft — ის (მამრი) თავის რვეულს მაძლევს.
- Es gibt viele schöne Blumen in diesem Garten — ამ ბაღში ბევრი ლამაზი ყვავილია.
stehen
- Der Schüler steht an der Tafel und antwortet — მოსწავლე ბიჭუნა დაფასთან დგას და პასუხს იძლევა.
- Wie steht es mit deiner Arbeit? — როგორაა შენი სამუშაოს/შრომის ამბავი?
gehen
- Morgens gehen die Kinder zur Schule — დილით მოსწავლეები სკოლაში მიდიან.
- Wie geht es dir? — როგორა ხარ?
თუმცა ზმნის მნიშვნელობა არც იცვლება.
მაგ.;
- Der Vorsitzende läutet — თავმჯდომარე ზარს რეკავს.
- Es läutet — ზარი ირეკება.
გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები
ზმნათა გარდამავლობა და გარდაუვლობა გერმანულსა და ქართულ ენებში განსხვავდება ერთმანეთისაგან.
გარდამავალი ზმნები (Transitive Verben)
გერმანულ ენაში გარდამავალი ზმნები მოითხოვენ პირდაპირ დამატებას, ანუ გერმანული გარდამავალი ზმნის პირდაპირი დამატება ყოველთვის ბრალდებით ბრუნვაში დგას წინდებულის გარეშე:
- In Luxemburg besuchten die deutschen Touristen aus benachbarten Trier mehrere Museen. (was?)
- ლუქსემბურგში გერმანელმა ტურისტებმა მეზობელი ტრირიდან მრავალი მუზეუმი მოინახულეს.
- Der Enkel besuchte seinen kranken Großvater. (wen?)
- შვილიშვილმა ავადმყოფი ბაბუა მოინახულა.
- სხვა ყველა დანარჩენი ზმნა გერმანულში გარდაუვალია.
გარდაუვალი ზმნები (Intransitive Verben)
გარდაუვალი ზმნების შემდეგ დამატება დგას;
- ა.) მიცემით ბრუნვაში ან ნათესაობით ბრუნვაში უწინდებულოდ.
- ბ.) მიცემით ბრუნვაში ან ბრალდებით ბრუნვაში წინდებულიანად.
მაგ.;
- Die Kinder halfen der Mutter (wem?)
- ბავშვები დედას მიეხმარნენ/ეხმარებოდნენ.
- Wir sprachen mit unseren Kameraden (mit wem?)
- ჩვენ ჩვენს ამხანაგებს გავესაუბრეთ/ვესაუბრებოდით.
- Er blickte erstaunt auf den Fremden (auf wen?)
- მან გაკვირვებით შეხედა უცხოს./ის გაკვირვებით უყურებდა უცხოს.
გარდაუვალ ზმნებს მიეკუთვნება აგრეთვე უკუქცევითნაცვალსახელიანი (sich-იანი) ზმნები.
- Er verabschiedete sich von seinen Eltern. (von wem?)
- ის თავის მშობლებს დაემშვიდობა.
- Die Schüler interhielten sich mit dem Lehrer über den internationalen Abend. (worüber?)
- მოსწავლეები მასწავლებელს ინტერნაციონალური საღამოს შესახებ ესაუბრებოდნენ.
(!) გარდა ამისა, გარდაუვალ ზმნებს მიათვლიან აგრეთვე იმ ზმნებსაც, რომლებიც არანაირ დამატებას არ მოითხოვენ. (!)
მაგ.;
- Er schläft fest.
- მას ღრმა ძილით ძინავს.
ზმნის ძირითადი ფორმები
გერმანულ ზმნას აქვთ სამი ძირითადი ფორმა:
- საწყისი (განუსაზღვრელი) ფორმა - Der Infinitiv I Aktiv
- ნამყო თხრობითი - Das Präteritum Aktiv
- მიმღეობა II - Das Partizip II
Infinitiv-ი არის ზმნის საწყისი, ანუ განუსაზღვრელი ფორმა.
Präteritum-ს სუსტი უღლების ზმნები იწარმოებენ ფუძეზე -te ბოლოსართის დართვით:
- fragen - fragte
- sammeln - sammelte
ხოლო ძლიერი უღლების ზმნები Präteritum-ში დაბოლოებას არ იღებენ და ფუძისეულ ხმოვანს იცვლიან:
- schreiben - schrieb
- spechen - sprach
Das Partizip II-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე ge- თავსართისა და -(e)t ბოლოსართის დართვით:
- fragen - fragte - gefragt
- baden - badete - gebadet
ძლიერი ზმნები Partizip II-ში ზოგჯერ კიდევ ერთხელ იცვლიან ფუძისეულ ხმოვანს და ge-en თავსართ-ბოლოსართს დაირთავენ:
- schreiben - schrieb - geschrieben
- sprechen - sprach - gesprochen
- გარდა ამისა, თავსართმოუცილებადი ზმნები (არც ძლიერი, ან უწესო, არც სუსტი) პარტიციპ II-ში არ დაირთავენ ge- პრეფიქსს.
ზმნის დრო
თხრობითი და კავშირებითი კილოსათვის გერმანულ ზმნას აქვს 6 დრო: ახლანდელი (Präsens), ნამყო თხრობითი (Präteritum), ნამყო სასაუბრო (Perfekt), ნამყო წინარე (Plusquamperfekt), მყოფადი I (Futurum I), მყოფადი II (Futurum II)
ახლანდელი დრო (Präsens)
ზმნა ახლანდელ დროში, გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას, რომელიც საუბრის მომენტში, აწმყოში ხდება:
- Ich lese das Buch - მე ვკითხულობ წიგნს
Präsens-ი იწარმოება ზმნის Infinitiv-ის ფუძეზე პირის ნიშნების დართვით. Infinitiv-ის ფუძე მივიღებთ, თუ ზმნას ჩამოვაცილებთ -n, ან -en დაბოლოებას:
- machen - mach-en, schreiben - schreib-en.
უღლებისას ზმნა დაირთავს შემდეგ პირის ნიშნებს:
|
|
მაგალითად ზმნა machen (კეთება) იუღლება ასე:
|
|
ნამყო თხრობითი (Präteritum)
Präteritum-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, მოსაყოლად. მისთვის დამახასიათებელია წარსულში დაუსრულებელი მოქმედების აღნიშვნა:
- Ich las das Buch — მე ვკითხულობდი წიგნს
ზმნის პრეტერიტუმში უღლებისთვის მის მეორე ძირითად ფორმას (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) უნდა დავურთოთ პირის ნიშნები:
|
|
მაგალითად ზმნა wohnen (ცხოვრება):
|
|
ნამყო სასაუბრო (Perfekt)
Perfekt-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი, უკვე დასრულებული მოქმედების გადმოსაცემად.
- Ich habe ein Buch gekauft — მე ვიყიდე წიგნი
Perfekt-ი იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip-II-ით (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) და დამხმარე ზმნის sein-ის ან haben-ის Präsens-ით. იუღლება მხოლოდ დამხმარე ზმნა, ხოლო საუღლებელი ზმნის Partizip-II უცვლელი რჩება და წინადადების ბოლოში გადადის:
- Ich Template:გაფერადება Template:გაფერადება — მე წავიკითხე
მწვანე - დამხმარე ზმნა; წითელი - საუღლებელი ზმნა
მაგალითად sein-ით იწარმოება ზმნა kommen (მოსვლა):
|
|
ხოლო haben-ით იწარმოება ზმნა wollen (სურვილი):
|
|
Perfekt-ი haben-ით იწარმოება, თუ საუღლებელი ზმნა:
- არის გარდამავალი — nehmen, sagen, schreiben
- არის უკუქცევითი — sich erholen, sich anziehen,
- მოდალური — wollen, sollen, müssen...
- გარდაუვალი ზმნები, რომლებიც საგნის უძრაობას გამოხატავენ — liegen, stehen, arbeiten,
- უპირო ზმნები — regnen, donnern, blitzen...
- და თვითონ haben
ხოლო sein-ით იწარმოება:
- გარდაუვალი ზმნები რომლებიც საგნის გადაადგილებას გამოხატავენ — gehen, kommen, fahren,
- გარდამავალი ზმნები, რომლებიც მდგომარეობის შეცვლეს გამოხატავენ — aufstehen, sterben,
- დამხმარე ზმნები — sein და werden
- ზმნები — bleiben, begegnen, geschehen, gelingen, passieren, folgen, fallen და სხვა.
ნამყო წინარე (Plusquamperfekt)
Plusquamperfekt გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, რომელიც უკვე დასრულებული იყო, ვიდრე მეორე მოქმედება დაიწყებოდა წარსულშივე. მეორე მოქმედება Präteritum-ით გამოიხატება.
- Der Zug war schon abgefahren, als ich zum Bahnhoh kam — მატარებელი უკვე წასული იყო, როდესაც მე სადგურში მივედი.
Plusquamperfekt-ი იწარმოება დამხმარე ზმნების sein-ისა და haben-ის Präteritum-ით და საუღლებელი ზმნის Partizip-II-თი. haben-ისა და sein-ის შერჩევის წესი იგივეა, რაც Perfekt-ის შემთხვევაში:
- haben
|
|
- sein
|
|
მყოფადი I (Futurum-I)
Futurum-I იხმარება იმ ამბის გადმოსაცემად, რომელიც მომავალში რეალურად უნდა შესრულდეს. Futurum I იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv I-ით. დამხმარე ზმნა იუღლება, საუღლებელი ზმნის Infinitiv I კი უცვლელად წინადადების ბოლოში გადადის.
|
|
მყოფადი II (Futurum-II)
Futurum-II იხმარება მომავალ დროში სავარაუდოდ შერულებული, დასრულებული მოქმედების აღსანისნავად. Futurum-II იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv II-თი. (Infinitiv II იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip II-ითა და დამხმარე ზმნებით haben ან sein. მაგ: lesen - gelesen haben; kommen - gekommen sein).
|
|
ბრუნება, ბრუნვები
გერმანულ ენაში არის ოთხი ბრუნვა:
გერმანულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში უმეტესწილად ლათინური ტერმინოლოგია გამოიყენება. არსებულ გერმანულ შესატყვისებს ძირითადად სკოლაში, ისიც მე-4 კლასამდე სწავლობენ, თუმცა ორივეს ცოდნა აუცილებლად მიიჩნევა..
- სახელობითი ბრუნვა — (r) Nominativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Werfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wer? (ვინ?), was? (რას?)
- ნათესაობითი ბრუნვა — (r) Genitiv, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wesfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wessen? (ვისი?, რისი?).
- მიცემითი ბრუნვა — (r) Dativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wemfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wem? (ვის?, რას?)
- ბრალდებითი ბრუნვა – (r) Akkusativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wenfall. ამ ბრუნვის კითხვებია: wen? (ვის?), was? (რას?)
- გერმანულ ენაში იბრუნვის არტიკლი, არსებითი სახელი და ზედსართავი სახელი. არსებით სახელსა და ზედსართავ სახელს სამ-სამი ბრუნების ტიპები აქვთ.
არტიკლი და მისი ბრუნება
არტიკლი (der Artikel, das Geschlechtswort) გერმანულ ენაში დამხმარე მეტყველების ნაწილია. არტიკლი თითქმის ყოველთვის (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) თან ახლავს არსებით სახელს და გამოხატავს, ან აზუსტებს არსებითის სქესს, რიცხვსა და ბრუნვას. არტიკლი გერმანულში ორგვარია:
- განსაზღვრული (der bestimmte Artikel) და
- განუსაზღვრელი (der unbestimmte Artikel).
გრამატიკული სქესის მიხედვით, გერმანულ ენაში არტიკლიც სამია:
- მამრობითი,
- მდედრობითი და
- საშუალო.
- მხოლობითი რიცხვის განსაზღვრული არტიკლებია.
- მამრობითი სქესისთვის: der
- მდედრობითი სქესისთვის: die
- საშუალო სქესისთვის: das
- მრავლობით რიცხვის განსაზღვრული არტიკლი არის die.
- უარყოფისას განსაზღვრულარტიკლიანი სუბიექტ-ობიექტების არსებობის შემთხვევაში, ხშირად მიმართავენ ზმნურ (ე.წ. nicht-იან) უარყოფას.
- მხოლობითი რიცხვის განუსაზღვრელი არტიკლებია.
- მამრობითი სქესისთვის: ein
- მდედრობითი სქესისთვის: eine
- საშუალო სქესისთვის: ein
- მხოლობითი რიცხვში, როდესაც პირველად ვახსენებთ არსებით სახელს, მას აუცილებლად განუსაზღვრელ არტიკლს დავურთავთ-ხოლმე, ხოლო, თუ მას თან ახლავს ზედსართავიც, მაშინ ზედსართავი სახელის შერეული ბრუნება ხდება საჭირო.
- განუსაზღვრელი არტიკლის სემანტიკური ფუნქციით მრავლობით რიცხვში მყოფი არსებითი სახელი უარტიკლოდ იხმარება, ხოლო თუ ასეთ არსებით სახელს ზედსართავიც თან ახლავს, მაშინ ზედსართავი სახელის ძლიერი ბრუნება ხდება საჭირო.
- მრავლობით რიცხვში გერმანულ ენას განუსაზღვრელი არტიკლი არ გააჩნია.
- ამის გამო
- თუ მრავლობით რიცხვში მყოფ სიტყვას პირველად ვახსენებთ, მაშინ ამ სიტყვას არტიკლი არ სჭირდება.
- განუსაზღვრელარტიკლიანი სიტყვა უარიყოფა ფორმით kein.
- ანუ თუ სიტყვა არის
- - მამრობითი სქესისა უარვყოფთ kein-ით.
- - მდედრობითი სქესისა - keine-თი.
- - საშუალო სქესისა - kein-ით
- - მრავლობით რიცხვში მყოფი სიტყვა კი ისევ keine-თი უარიყოფა.
არტიკლის ბრუნება
- განსაზღვრული არტიკლი
|
|
|
|
|
|
|
- განუსაზღვრელი არტიკლი
- Singular
|
|
|
|
- უარყოფითი არტიკლი
|
|
|
|
|
|
|
არსებითი სახელი და მისი რიცხვი
არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს. გერმანულ ენაში არსებითი სახელები იყოფა მამრობითი (maskulinum), მდედრობითი (femininum) საშუალო (neutrum) სქესიც სახელებად. არსებითი სახელის სქესი მხოლობით რიცხვში გამოიხატება სქესის შესაბამისი არტიკლით(der, die, das), ხოლო მრავლობითში სქესი არ ჩანს (die).
- არსებით სახელს აქვს ორი რიცხვი: მხოლობითი და მრავლობითი. მრავლობით რიცხვში ყველა არსებითი სახელის არტიკლია die. გარდა ამისა, ზოგიერთი არსებითი სახელი დაირთავს სუფიქსს, ზოგი იცვლის ფუძისეულ ხმოვანს. უმეტეს სახელის ფუძეს, მრავლობითში გადაყვანისას, -en/-n, ან -e ბოლოსართი ემატება:
- der Staat - die Staaten
- die Wand - die Wände
- die Tafel - die Tafeln
(არსებითი სახელის) მდედრობითი ბრუნება
მდედრობით ანუ ნულოვან ბრუნებას ეკუთვნის მდედრობითი სქესის ყველა არსებითი სახელი (die). მათ მხოლობით რიცხვში არა აქვთ დაბოლოება, ეცვლებათ მხოლოდ არტიკლი (არტიკლის ბრუნების წესის მიხედვით). მრავლობითში კი დაირთავენ –e, -n ან -en დაბოლოებას, ფუძისეული ხმოვანი ზოგჯერ დაირთავს უმლაუტს":
|
|
|
|
|
არსებითი სახელის სუსტი ბრუნება
სუსტად იბრუნვის მხოლოდ სულიერი საგნის აღმნიშვნელი მამრობითი სქესის (der) არსებითი სახელები. სუსტი ბრუნების დროს არსებითი სახელი, გარდა მხოლობითი რიცხვის Nominativ-ისა, ყველგან დაირთავს -(e)n დაბოლოებას:
|
|
|
|
|
არსებითი სახელის ძლიერი ბრუნება
ძლიერ ბრუნებას მიეკუთვნება ყველა საშუალო სქესის სახელი (das), გარდა das Herz-ისა და მამრობითი სქესის ის არსებითი სახელები, რომლებიც სუსტად არ იბრუნვიან. ძლიერად ბრუნებისას არსებითი სახელი Genitiv-ში იღებს -s, an -es დაბოლოებას:
|
|
|
|
|
ზედსართავი სახელი (Das Adjektiv)
ზედსართავი სახელი არის საგნის, თვისების ან ნიშნის გამომხატველი სიტყვა. იგი პასუხობს კითხვაზე wie? (როგორი?). მას ასევე ახასიათებს სქესის, რიცხვისა და ბრუნვის კატეგორიები, რადგანაც ის არსებით სახელთან დგას და მასთან ერთად იბრუნვის. ზედსართავ სახელს აქვს სრული და უსრული ფორმები. სრული ფორმით ზედსართავი სახელი ახლავს არსებითს, როგორც მისი ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვა. იგი არტიკლსა და არსებით სახელს შორის დგას და იცვლება არსებით სახელთან ერთად:
- Dort steht ein schwarzer Tisch — იქ დგას შავი მაგიდა (მამრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
- Dort hängt eine schwarze Tafel — იქ კიდია შავი დაფა (მდედრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
- Dort stehen schwarze Tische — იქ დგანან შავი მაგიდები (მრავლ. რიცხვი, სახელობითი ბრუნვა).
მოკლე ფორმით ზედსართავი სახელი არ ახლევს არსებითს. იგი წარმოადგენს სახელადი შემასმენლის სახელად ნაწილს და არ იბრუნვის.
- Die Aufgabe ist schwer — დავალება რთულია.
ზედსართავი სახელის ძლიერი ბრუნება (Die starke Deklination der Adjektive)
ძლიერ ბრუნებას ზედსართავი სახელი განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც არსებით სახელს წინ არტიკლი არ ახლავს. ამ შემთხვევაში ზედსართავი სახელი ბრუნებისას თავად იღებს არტიკლის დაბოლოებებს.
გამონაკლისი: ნათესაობით ბრუნვაში (Genitiv) მხოლობით რიცხვში მამრობითი და საშუალო სქესის შემთხვევაში თანამედროვე გერმანულში ტენდენციურად დაბოლოება „-en“ გვხდება (არტიკლების der და das ნათესაობითი ბრუნვის საერთო ფორმის des–ს შესატყვისი დაბოლოება "-es"–ს ნაცვლად):
მამრობითი სქესი, ზედსართავი სახელი groß „დიდი“, არსებითი სახელი Mann „კაცი“:
|
|
|
|
|
მდედრობითი სქესი, ზედსართავი სახელი schön „ლამაზი“, არსებითი სახელი Frau „ქალი“:
|
|
|
|
|
საშუალო სქესი, ზედსართავი სახელი klein „პატარა“, არსებითი სახელი Kind „ბავშვი“:
|
|
|
|
|
ზედსართავი სახელის სუსტი ბრუნება (Die schwache Deklination der Adjektive)
სუსტ ბრუნებას ზედსართავი სახელი განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითი სახელი განსაზღვრული არტიკლით (ასევე ჩვენებითი ნაცვალახელებით, მაგ. dies "ეს") იხმარება. ამ შემთხვევაში ზედსართავი სახელი მხოლობითი რიცხვის სხვადასხვა ბრუნვაში დაბოლოებებს "-e" ან "-(e)n", ხოლო მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში დაბოლოებას "-(e)n" დაირთავს:
მამრობითი სქესი:
|
|
|
|
|
მდედრობითი სქესი:
|
|
|
|
|
საშუალო სქესი:
|
|
|
|
|
ზედსართავი სახელის შერეული ბრუნება (Die gemischte Deklination der Adjektive)
შერეულ ბრუნებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებით სახელს წინ განუსაზღვრელი არტიკლი ახლავს, აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ მხოლობით რიცხვში გვხვდება. ბრუნებისას ზედსართავი სახელი გარკვეულ ბრუნვებში თავად იღებს არტიკლის დაბოლოებებს (ისევე, როგორც ძლიერი ბრუნებისას), სხვა ბრუნვებში დაბოლოებას "-(e)n" (ისევე, როგორც სუსტი ბრუნებისას), რის გამოც ამ ტიპის ბრუნებას შერეული (ძლიერისა და სუსტის) ჰქვია.
მამრობითი სქესი:
|
|
|
მდედრობითი სქესი:
|
|
|
საშუალო სქესი:
|
|
|
ზედსართავი სახელი "შერეულად" იბრუნვის აგრეთვე ნაცვალსახელების (კუთვნილებითი, უარყოფითი და სხვ.) თანხლების შემთხვევაშიც მხოლობით რიცხვში, ხოლო მრავლობითში – "სუსტად":
მაგალითისთვის, კუთვნილებითი და უარყოფითი ნაცვალსახელები mein "ჩემი" და kein "არავითარი", ზედსართავი სახელი interessant "საინტერესო", საშუალო სქესის არსებითი სახელი Buch "წიგნი":
|
|
|
|
|
ნაცვალსახელი (Das Pronomen, die Pronomina)
ნაცვალსახელის, როგორც მეტყველების ნაწილის ძირითადი ფუნქციაა, შეცვალოს წინადადებაში არსებითი სახელი ან ახლდეს მას. გერმანულ ენაში არსებობს ნაცვალსახელების შემდეგი ჯგუფები:
- პირის ნაცვალსახელი — das Personalpronomen
- ჩვენებითი ნაცვალსახელი — das Demonstrativpronomen
- კუთვნილებითი ნაცვალსახელი — das Possessivpronomen
- უკუქცევითი ნაცვალსახელი — das Reflexivpronomen
- კითხვითი ნაცვალსახელი — das Interrogativpronomen
- მიმართებითი ნაცვალსახელი — das Relativpronomen
- განუსაზღვრელი ნაცვალსახელი — das unbestimmte Pronomen
- უარყოფითი ნაცვალსახელი — das negative Pronomen
- პირნაკლი ნაცვალსახელი — das unpersönliche Pronomen
პირის ნაცვალსახელი (Personalpronomen)
- პირის ნაცვალსახელებს მიეკუთვნება:
(პირის ნაცვალსახელები გერმანულ ენაში იბრუნვის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების ოთხივე ბრუნვაში, რითაც იქმნება საკმაოდ მრავალწახნაგოვან სისტემათა კომპლექსი მათი წარმოებისა და გამოყენების თვალსაზრისით და ხშირად დიდ პრობლემებს უმზადებს ამ ენის შემსწავლელთ. ქვემორე პირის ნაცვალსახელები აქ, პირველ რიგში მოცემულია მათს სასტარტო პოზიციაში, ანუ სახელობით ბრუნვაში.)
- მე = მხოლობითი რიცხვის 1-ე პირი.
- ich
- შენ = მხოლობითი რიცხვის 2-ე პირი.
- du
- ის = მხოლობითი რიცხვის 3-ე პირი ქართულისგან განსხვავებით სამ სქესად დაიყოფა.
- er აღნიშნავს მამრობით სქესს.
- sie აღნიშნავს მდედრობით სქესს.
- es აღნიშნავს საშუალო სქესს.
- ჩვენ = მრავლობითი რიცხვის 1-ე პირი.
- wir
- თქვენ = მრავლობითი რიცხვის 2-ე პირი. ამ ფორმით შეიძლება მივმართოთ მხოლოდ მრავალ ადამიანს (ადამიანთა ჯგუფს). გასათვალისწინებელია, რომ ეს ფორმა ფამილარულობას, მეგობრულობას, ახლობლობას გამოხატავს. იმის ხაზგასასმელად, რომ პირის ნაცვალსახელს მრავლობით რიცხვშიც აქვს ფამილარობის გამოსახატავი ფორმა, ქართველი გერმანისტები მას სპეციალურ ჟარგონზე (Fachjargon) "შენობითის მრავლობითსაც" უწოდებენ.
- ihr
- ისინი = მრავლობითი რიცხვის 3-ე პირი.
- sie
- გერმანულ ენას თავაზიანობის გამოსახატავად ცალკე ფორმა ფორმა - Sie გააჩნია. ამ ფორმით შეიძლება მივმართოთ როგორც ერთ, ასევე მრავალ პირს.
- პირის ნაცვალსახელთა ბრუნება მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჩვენებითი ნაცვალსახელი (Demonstrativpronomen)
- ჩვენებით ნაცვალსახელთა („dieser, -e, es“; „jener, -e, jenes“; „solcher, -e, es“) ბრუნება მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში
- „dieser, -e, es“
|
|
|
|
|
- „jener, -e, jenes“
|
|
|
|
|
- „solcher, -e, es“
|
|
|
|
|
კუთვნილებითი ნაცვალსახელი (Possessivpronomen)
უკუქცევითი ნაცვალსახელი (Das Reflexivpronomen)
კითხვითი ნაცვალსახელი (Interrogativpronomen)
მიმართებითი ნაცვალსახელი (Relativpronomen)
განუსაზღვრელი ნაცვალსახელი (Indefinitpronomen)
უარყოფითი ნაცვალსახელი (Das Negativpronomen)
პირნაკლი ნაცვალსახელი (Das unpersönliche Pronomen)
რიცხვითი სახელი (Das Numerale, die Numerialia)
რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან მთელი რიცხვის ნაწილს. გერმანულ ენაში არსებობს სამგვარი რიცხვითი სახელი:
- რაოდენობითი — Grundzahlwörter
- რიგობითი — Ordnungszahlwörter
- წილადი — Bruchzahlwörter
რაოდენობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რაოდენობას და დაესმის კითხვა wieviel? (რამდენი?). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ცხრილი იხ. განყოფილებაში — ლექსიკა ↓.
წილადი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელებზე -stel (19-მდე -tel) დაბოლოების დართვით. მაგალითად:
- ¼ - ein Viertel
- 2/30 - zwei Dreißigstel
რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს და პასუხობს კითხვაზე der wievielte? (მერამდენე). იგი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელზე -ste (19-მდე -te) ბოლოსართის დართვით. მაგალითად:
- zwei - zweite
- vier - vierte
- einundzwanzig - einundzwanzigste
გამონაკლისია eins (ერთი) და drei (სამი):
- eins - erste
- drei - dritte
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | eins | erste | 20 | zwanzig | zwanzigste | 110 | einhundertzehn | einhundertzehnte |
2 | zwei | zweite | 21 | einundzwanzig | einundzwanzigste | 120 | einhundertzwanzig | einhundertzwanzigste |
3 | drei | dritte | 30 | dreissig | dressigste | 130 | einhundertdreizig | einhundertdreissigste |
4 | vier | vierte | 40 | vierzig | vierzigste | 140 | einhundertvierzig | einhundertvierzigste |
5 | fünf | fünfte | 50 | fünfzig | fünfzigte | 150 | einhundertfünfzig | einhundertfünfzigste |
6 | sechs | sechste | 60 | sechzig | sechzigste | 160 | einhundertsechzig | einhundertsechzigste |
7 | sieben | siebte | 70 | siebzig | siebzigste | 170 | einhundertsiebzig | einhundertsiebzigste |
8 | acht | achte | 80 | achtzig | achtzigste | 180 | einhundertachtzig | einhundertachtzigste |
9 | neun | neunte | 90 | neunzig | neunzigste | 190 | einhundertneunzig | einhundertneunzigste |
10 | zehn | zehnte | 100 | einhundert | hunderste | 200 | zweihundert | zweihundertste |
11 | elf | elfte | 101 | einhunderteins | einhunderterste | 210 | zweihundertzehn | zweihundertzehnte |
12 | zwölf | zwölfte | 102 | einhundert und zwei | einhundertzweite | 220 | zweihundertzwanzig | zweihundertzwanzigste |
13 | dreizehn | dreizehnte | 103 | einhundert und drei | einhundertdritte | 300 | dreihundert | dreihundertste |
ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა — Guten Tag!
- დილა მშვიდობისა — Guten Morgen!
- საღამო მშვიდობისა — Guten Abend!
- ღამე მშვიდობისა — Gute Nacht!
- გამარჯობა (ფამილარული ფორმა) — Hallo!
- გამარჯობა (ფამილარული ფორმა) — Grüß dich!
- როგორ ხარ? — Wie geht es dir? Wie geht's?
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — (Herzlich) Willkommen!
- გმადლობთ — Danke! Danke schön! Vielen Dank!
- კი / არა — Ja. / Nein.
- გეთაყვა — Bitte.
- ნახვამდის — Auf Wiedersehen! Tschüss!
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
კატეგორია:გერმანიკული ენები კატეგორია:გერმანიის ენები კატეგორია:ავსტრიის ენები კატეგორია:ლუქსემბურგის ენები კატეგორია:ლიხტენშტაინის ენები კატეგორია:შვეიცარიის ენები